სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

8 თებერვალი, 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები დაიწყო. მოსახლეობასთან კონსულტაციები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ყარაჯალაში, რუისპირში, ახატელსა და იყალთოში გაიმართა.

შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული სოფლების მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა დაასახელა.

 

 

 

 

გააზიარე