სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

12 თებერვალი, 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნაფარეულში, სანიორეში, ჯუღაანში, ართანასა და ლაფანყურში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 ნაფარეულში პრიორიტეტულ საკითხებად სპორტდარბაზის რეაბილიტაცია და ტრენაჟორების მოწყობა, ასევე სპორტდარბაზისთვის საოფისე ოთახის მოწყობა დასახელდა.

სანიორეში პერიორიტეტულ საკითხებად დასახელდა სავარგულებთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და არსებული სკვერის კეთილმოწყობა.

ჯუღაანის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად სავარგულებთან მისასვლელი გზის მოხრეშვა, სოფელში არსებულ სკვერში გარე განათების მოწყობა და სკვერის რეაბილიტაცია დაასახელა.

ართანის მოსახლეობამ არსებულ სკვერში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, ასევე ამბულატორიისთვის ოთახის სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სოფლის შესასვლელის კეთილმოწყობა მოითხოვა.

 ლაფანყურში პრიორიტეტულ საკითხებად ტრენაჟორების მოწყობა და საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ატრაქციონების დამატება დასახელდა.

გააზიარე