ცხელი ხაზი : 0(350) 273650 - ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სხვა პროგრამები

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N10 დადგენილების - "თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ"  თანახმად,

საერო და რელიგიურ დღესასწაულებზე სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე გაიცემა სასაჩუქრე ამანათები (მათ შორის ფულადი) და მოწყობა სხვადასხვა ღონისძიებები.

პროგრამით მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) კატეგორია:
ა)მრავალშვილიანი ოჯახები(ვისაცჰყავს 18წლამდეასაკის შვილები),რომელთასარეიტინგო ქულაარ აღემატება 200 000-ს;
ბ) უდედმამო ბავშვები;
გ) 100 წელს გადაცილებული მოხუცები;
დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესალებლობის მქონე პირები;
ე) შშ სტატუსის მქონე ბავშვები;
ვ) ომის მონაწილეები;
ზ) 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახები;
თ) მარტოხელა მშობლები (ვისაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილები);
ი) იძულებით გადაადგილებული პირები;
კ) სოციალურად დაუცველი ოჯახები;
ლ) მარჩენალდაკარგული ოჯახები (ვისაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილები);
მ) ახალშობილთა ოჯახები.

 

მეორე მსოფლიოომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ (სამაჩაბლო, აფხაზეთი) და დევნილ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით, ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცემა ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით, ხოლო უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით, ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე  გაიცემა ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა)   ვეტერანის და დევნილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:
ა.ა. განცხადება;
ა.ბ. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ. საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.დ. გარდაცვალების მოწმობა;
ა.ე. სტატუსის დამადასტურებელი საბუთი
ბ)  უპატრონო მიცვალებულთან დაკავშირებით:
ბ.ა. განცხადება
ბ.ბ. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (მეზობლის ან წარმომადგენლის)
ბ.გ. მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული  დასკვნა, რომ გარდაცვლილი უპატრონოა;
ბ.დ. განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ.ე. გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობა;
 

გააზიარე