ცხელი ხაზი : 0(350) 273650 - ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თავშესაფრის გარეშე დარჩენილთათვის ან /და მიუსაფართათვის

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N10 დადგენილების - "თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ"  თანახმად,

 

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები, რომლებსაც აქვთ საცხოვრებელად უვარგისი ბინები, სადაც ცხოვრება შეუძლებელია და საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს, მათ ჯანმრთელობას, ან საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, მათი უსაფრთხოების და საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოხდება დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსება, ქირის საფასურის გადახდით თვეში 100 ლარის ფარგლებში.

პროგრამაში ჩასართავად საჭიროა:

  1. განცხადება;
  2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  3. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ქულების შესახებ;
  4. ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
     

 

სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეებისათვის ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველსაყოფად დაფინანსება მოხდება - აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეში, წლის განმავლობაში ერთჯერადად შემდეგი სახით:

  • სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ჩათვლით, გაიცემა ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით;
  • სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფ მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ზემოთ 100 000 (ასი ათასი) ქულის ჩათვლით, გაიცემა  ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით;

 

  • განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა:
  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამონაწერი სარეიტინგო ქულათა შესახებ;
  3. საბანკო ანგარიშის ნომერი, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ქვითარი.
     

 

იხ. დადგენილება

გააზიარე