ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელაველი ახალგაზრდებისთვის გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური ბანაკი მოეწყო

27 ივლისი, 2019

თელავავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, 2019 წლის 15-25 ივლისს განხორციელდა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი ,,არქეოლოგიური ბანაკი გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში“.

პროექტში თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 26 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებსაც ჩაუტარდათ ლექცია-სემინარები არქეოლოგიის შესახებ, საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებში და დაეთვალიერებინათ აჭარის მუზეუმები: 
• გონიო-აფსაროსის მუზეუმი;
• ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი;
• აჭარის ხ.ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნების მუზეუმი;
• ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი; 
• ხელოვნების მუზეუმი.

პროექტის დასასრულს, გონიოს ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ,,რომაული გარნიზონის“ ყოფა-ცხოვრების ამსახველი წარმოდგენა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს (ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი) არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსებზე, არქეოლოგიისა და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსს - ლაშა ასლანიშვილს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.

ალბომი

 

გააზიარე