თელავის ცენტრალურ ქუჩებს დეზინფექცია უტარდება

12 April, 2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, თელავის ცენტრალური ქუჩების სადენზიფეციო ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს.

პროსცესში ჩართულია თელავის მერიის კეთილმოწყობის სამსახური, საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

ქალაქის ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება ყველა ის ცენტრალური ქუჩა, სადაც ყოველდღიურად მოქალაქეთა დიდი ნაკადი მოძრაობს. ასევე, მერიის კეთილმოწყობის სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებს ტროტუარების სადეზინფექციო სამუშაოებს.

#დარჩისახლში

 

 

გააზიარე