ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელავის ისტორიულ მუზეუმს არქეოლოგიური მასალა გადაეცა

23 იანვარი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, „კუნტუსის ნაქალაქარის“ ტერიტორიაზე (ტყე-ტბა გულგულა) ჩატარებული სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები თელავის ისტორიულ მუზეუმს გადაეცა.

სამუშაოების დროს გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის ნაგებობები, მათ შორის გვაინბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სადგომები, გალავნები, მარცვლეულის შესანახი ხარო, ქრისტიანული პერიოდის ხუროთმოძღვრული ძეგლები, განვითარებული შუა საუკუნეების (XI-XIII ს.ს.) კერამიკული მასალა, რკინის ისრის პირები, ლოდსატყორცნის ქვა (ჭურვი) და სხვა.

აღმოჩენილი ექსპონატები თელავის არქეოლოგიურ მასალებთან ერთად, მუზეუმის საექსოპოზოცო დარბაზში განთავსდება.

გააზიარე