თელავის მთავარი ნაძვის ხე ლევან ანდრიაშვილმა პატარებთან ერთად აანთო

24 დეკემბერი, 2021

თელავის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა პატარებთან ერთად საზეიმოდ აანთო.

გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, ღონისძიებები კი ,,შვიდკაცას,, და ,,გაგა ფრანის,, მონაწილეობით გამართულმა გალა-კონცერტმა და გრანდიოზულმა ფოიერვერკმა დაასრულა.

 

 

გააზიარე