ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო [Video]

10 დეკემბერი, 2018

ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.

ბიუჯეტის პროექტი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა - ნათია ვაყელიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და 21 500 000-მდე ლარს შეადგენს, ხოლო მთავარი პრიორიტეტები კვლავ ინფრასტრუქტურის, სოციალური და განათლების მიმართულებები იქნება.

ბიუჯეტის პროექტის შენიშვნები წარმოადგინეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები დაეფიქსირებინა.

შეკითხვებს უპასუხეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ - არჩილ თხლაშიძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ და მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს, ასევე განხილვაში მონაწილე ყველა მხარეს, რის შემდეგაც აღინიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად მოხდება შეხვედრაზე გაჟღერებული ინიციატივების გათვალისწინება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პასუხისმგებელი პირები, თელავის მუნიციპალიტეტის მერას დაქვემდებარებული ააიპ-ების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები.

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:
ვიდეოები

გააზიარე