ცხელი ხაზი : 0350 27 36 50

თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი

28 დეკემბერი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარუდგინა. მანამდე წარმომადგენლობითმა ორგანომ მერიას ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით 25 ნოემბერს დაუბრუნა. 

მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 28 მილიონ 254 ათასი ლარით განისაზღვრება, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 5 მილიონი ლარით მეტია.

ბიუჯეტის პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა და გარემოს დაცვა.

წარმომადგენლობით ორგანოს 2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დასამტკიცებლად 1 იანვრამდე წარედგინება.  

 

 

გააზიარე