თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდების საჭიროებებზე იმსჯელეს

25 ივნისი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვთა დაცვის და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მოუსმინეს.

 შეხვედრაზე, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნანა ათუაშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ბიბერახის გერმანული საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელი რაინერ ეტზინგერი ესწრებოდნენ, მომხსენებლებმა საბჭოს საქმიანობების, ახალგაზრდების ინტერესების და საჭიროებების გაზიარების, შემდგომი თანამშრომლობის, სამომავლოდ ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვის და ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ ისაუბრეს.

 ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე საბჭო თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების 14 დან 18 წლის ჩათვლით 18 ახალგაზრდას აერთიანებს.

 საბჭოს მიზანია თემში მცხოვრები ბავშვების და ახალგაზრდების ინტერესების და საჭიროებების გამოკვეთა, მათზე რეაგირება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საკითხის მიტანით და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების გზით.

 

გააზიარე