ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ქრისტეშობა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მიულოცა

8 იანვარი, 2019

 თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა ქალაქ თელავსა და სოფელ კურდღელაურში არსებული მცირე ზომის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები მოინახულა. მათ აღსაზრდელებს და პერსონალს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ტკბილეულთან ერთად, საჩუქრები გადასცა, რომლებიც ბავშვების სურვილების შესაბამისად იქნა შერჩეული.

ბავშვთა სახლებს ასევე საჩუქრად გადაეცათ წიგნები, რომლებიც თელავის მუნიციპალიტეტის მერიას ქველმოქმედებისთვის გადასცა კერძო პირმა.

თელავის მუნიციპალიტეტში ორი მცირე ზომის ბავშვთა საოჯახო სახლი ფუნქციონირებს - საქველმოქმედო ფონდი „ბრეს საქართველო“-ს (ქ. თელავი) და ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“-ს (სოფ. კურდღელაური) მხარდაჭერით.

 

 

 

გააზიარე