ცხელი ხაზი : 0350 27 36 50

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩაატარა

14 სექტემბერი, 2021

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩაატარა და ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების პროექტები კომისიებში გადაანაწილა. ბიუროს გადაწყვეტილებით, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია თელავის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას განიხილავს.

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესებას თელავის მუნიციპალიტეტში.

სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ვაგის გაგრძელებაზე იმსჯელებს. დადგენილების პროექტი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციებში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანის მიზანია ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მთავრობის დადგენილებებთან და სხვა სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია კი იმსჯელებს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

სხდომაზე კიდევ ერთი განსახილველი საკითხი იქნება, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „მშობელთა მხარდამჭერი ცენტრისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.

 

გააზიარე