თელავის მუნიციპალიტეტმა მედია ცენტრ კახეთთან მემორანდუმი გააფორმა

12 თებერვალი, 2019

თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებმა პროექტის -,,ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისათვის’’ ფარგლებში „მედია ცენტრ კახეთთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი გულისხმობს მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების ერთობლივ განხილვას და საყურადღებო პროექტების ფინანსური მხარდაჭერის ხელშეწყობას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი თუშიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა - არჩილ ხანდამაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
 

იხილეთ ბმული
 

გააზიარე