თელავის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტების დარიგება გრძელდება

13 April, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად, შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სასურსათო პაკეტები, თელაველმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ამისულაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას სოციალური აქციის ფარგლებში გადასცა.

სასურსათო კალათი მუნიციპალიტეტის მერიისგან უკვე მიიღო 400-მა ოჯახმა და თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 3 146-მა აღსაზრდელმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებას.

სასურსათო პაკეტი საჭიროებისამებრ გადაეცემათ სხვადახვა სოციალური კატეგორიის მქონე ოჯახებს.

 

 

გააზიარე