თელავის მუნიციპალიტეტში სოციალური აქციები გრძელდება

16 April, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება.

სოციალური აქციის ფარგლებში, კომპანიამ "ჯორჯიან მინერალ ვოთერი" თელავის მუნიციპალიტეტის მერიას საკარანტინო სივრცეებში დასარიგებლად 1300 ბოთლი მინერალური წყალი "ყვარელი ვეძა" გადასცა.

ასევე, სოფელ აკურის მკვიდრის, ლია ბაზიერაშვილის ინიციატივით, სოფელის მაცხოვრებლებმა 3100 ლარი შეაგროვეს, არამალფუჭებადი პროდუქტისა და ჰიგიენური საშუალებების 30 კალათი მოამზადეს და შეჭირვებულ მოსახლეობას გადასცეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კომპანიას "ჯორჯიან მინერალ ვოთერი" და საქველმოქმედო აქციის მონაწილეებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისათვის.

#დარჩისახლში 

  

გააზიარე