თელავის მუნიციპალიტეტში ხელოვნურსაფარიანი სამი სპორტული მოედანი მოეწყობა

13 დეკემბერი, 2019

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის წარსადგენი საპროექტო წინადადებები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მოიწონა.

პროექტების მიხედვით, ქალაქ თელავში, სოფლებში ფშაველსა და წინანდალში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები მოეწყობა, ასევე სოფელ ახატელში გათვალისწინებულია ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია.

საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძის განმარტებით, რიგგარეშე სხდომის ჩატარების მიზეზი აღნიშნული პროექტების დროულად განხორციელებაა. სამივე პროექტის განსახორციელებლად ჯამში 835 472 ლარია გამოყოფილი, საიდანაც მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 92 773 ლარით განისაზღვრება.

გააზიარე