ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელავს სამხრეთ კავკასიის ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი ეწვია

18 April, 2019

თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში სამხრეთ კავკასიის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ფოტო-ჩვენება და საჯარო ლექცია გაიმართა.

წარმოდგენილი იყო თანამედროვე სამხრეთკავკასიელი და საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებზე შექმნილი სლაიდშოუ და უნიკალური თუში ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა.

საჯარო ლექცია სახელწოდებით “რეალობაში და მის მიღმა : ფოტოგრაფიული გამოსახულების 3 საუკუნე საქართველოში“ წაიკითხა მულტიმედიის მუზეუმის თანამდამფუძვნებელმა - ნესტან ნიჟარაძემ.

მე-19 საუკუნის მიწურულს ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა და მეცენატმა ალექსანდრე როინაშვილმა კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატების კოლექციის საფუძველზე მოძრავი მუზეუმი შექმნა. უნიკალური კოლექცია მოძრავი მუზეუმის ფორმით მოგზაურობდა და იფინებოდა კავკასიის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში და სოფლებში. სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შექმნის იდეა ალექსანდრე როინაშვილის კავკასიური მოძრავი მუზეუმით არის ინსპირირებული.

ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და თელავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით გაიმართა.

გააზიარე