ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელავში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

12 დეკემბერი, 2018

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, სახალხო დამცველის კახეთის წარმომადგენლობისა და თელავის დემოკრატიის სკოლის ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, ღია ცის ქვეშ, მოეწყო საინფორმაციო კუთხე, დარიგდა ფლაერები და წარმოდგენილ იქნა თელავის ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მიერ შესრულებული თემატური ნახატების გამოფენა.

აქციის შემდეგ, დემოკრატიის სკოლის ოფისში შეხვედრა ჩატარდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადამიანის უფლებათადამცველებმა, ფსიქოლოგებმა და პედაგოგებმა ისაუბრეს პრობლემურ საკითხებზე, მოისმინეს ახალგაზრდების აზრი და გააცნეს მათ ბავშვთა უფლებები.

ღონისძიებაზე შეჯამდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობდა.

ალბომი

გააზიარე