ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელავში "ალილოს" სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა

8 იანვარი, 2020

თელავში "ალილოს" სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა.

ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტისა და ალავერდის ეპარქიის ორგანიზებით ჩატარდა. 

მსვლელობა  ღვთაების ფესრისცვალების მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ცენტრალური მოედნის გავლით, „გიგოს გორაზე“ არსებულ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან დასრულდა.

სადღესასწაულო მსვლელობაში საეკლესიო პირები, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

შეგროვილი ნობათი თელავის მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ მოსახლეობას გადაეცემა.

 

 

 

 

 

 

გააზიარე