თელავში “ალილოს” სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართება

3 იანვარი, 2020

7 იანვარს 16:00საათზე თელავში “ალილოს” სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართება.


მსვლელობა ღვთაების მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და ცენტრალური მოედნის გავლით, „გიგოს გორაზე“ არსებულ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან დასრულდება.

შეგროვილი ნობათი თელავის მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ მოსახლეობას გადაეცემა.
 

„ალილოს“ საშობაო მსვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ალავერდის ეპარქიის ორგანიზებით იმართება.

გთხოვთ, შემოგვიერთდეთ!

გააზიარე