თელავში ასტრონომიის ფესტივალი გაიმართა

21 ივლისი, 2020

 თელავში ასტრონომიის ფესტივალი გაიმართა.

ღონისძიებაზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა სპეციალური ტელესკოპებით ციურ სხეულებზე დაკვირვება ეწარმოებინა.

ჩატარდა ლექციები ასტრონომიისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ღონისძიებას ესწრებოდა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი.

„ასტროფესტი 2020“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს ასტრონომიის კლუბის ორგანიზებით და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

  

 

 

გააზიარე