ცხელი ხაზი : 574 17 96 23

თელავში ავტობუსების სადგომის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

3 ივლისი, 2020

თელავში ავტობუსების სადგომის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სამშენებლო პროცესი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად მოინახულა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 256 645 ლარით ფინანსდება.

ავტოსადგომი 40 ავტობუსზეა გათვლილი. პირველ ეტაპზე ქალაქში 10, ხოლო მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით 25 - 30 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.

 

 

გააზიარე