ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელავში "ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარებისა და განათლების ცენტრი" გაიხსნა

5 ნოემბერი, 2019

თელავში "ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარებისა და განათლების ცენტრი" გაიხსნა.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცენტრი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, World Vision საქართველოს და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა.

მისი მიზანია ადრეული ასაკის ბავშვების განვითარებისა და განათლების ხელშეწყობა, ადრეული განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ბავშვებისათვის მრავალფეროვანი მხარდამჭერი მომსახურებების შეთავაზება.

   

   

გააზიარე