თელავში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი გაიხსნა

22 ივლისი, 2021

თელავში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი გაიხსნა.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი დაესწრო.

ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ მშობლებს რამდენიმე სახის მომსახურებას შესთავაზებს, მათ შორის საჭიროებების რეფერალს, იურიდიულ დახმარებას და ა.შ.

თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი USAID-ის, ადგილობრივი თვითმართველობის ეროვნული ასოციაციის, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მხარდაჭერით დაარსდა.

ჯამში, დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები საქართველოს მასშტაბით 6 ქალაქში ფუნქციონირებს. 

 

გააზიარე