თელავში ექსპოზიცია სახელწოდებით "ჩემი გოგო" მოეწყო

21 ივლისი, 2021

თელავში ექსპოზიცია სახელწოდებით "ჩემი გოგო" მოეწყო.

ფოტოებში ახალგაზრდა მშობლებისა და მათი გოგონების ყოველდღიურობაა გადმოცემული.

კამპანია გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ არის მიმართული.

ექსპოზიცია 20 აგვისტომდე თელავის კულტურის ცენტრში განთავსდება.

 პროექტს თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს, რომლის პარტნიორიც თელავის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახია.

გააზიარე