თელავში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

24 May, 2021

თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.  მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 6 000 ძირი ყვავილი, 490 ძირი მრავალწლიანი ნარგავი ( 1 მეტრი და ზემოთ სიმაღლის ) და 1 000 ძირი ტუია დაირგვება.  

მიმდინარე სამუშაოებზე 21 200 ლარია გამოყოფილი.

 სამუშაოებს შ.პ.ს. თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ასრულებს.

გააზიარე