ცხელი ხაზი : 574 17 96 23

თელავში გივი ჩოხელის 83 წლის იუბილე აღინიშნა

27 ივნისი, 2020

თელავში ლეგენდარული ფეხბურთელის - გივი ჩოხელის დაბადებიდან 83 წლის იუბილე აღნიშნეს.

გივი ჩოხელის ძეგლთან თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, მერიის თანამშრომლები, ფეხბურთელის ოჯახის წევრები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები შეიკრიბნენ, ყვავილებით შეამკეს სპორტსმენის ძეგლი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ღონისძიებების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი გივი ჩოხელის დამსახურებასა და ღვაწლს.

გააზიარე