თელავში გრიბოედოვის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

14 ივლისი, 2020

 თელავში გრიბოედოვის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება 850 მეტრი სიგრძის გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შპს "გზამშენი 2005" ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 414 181 ლარით ფინანსდება.

გააზიარე