თელავში მსახიობ თემურ ხუნაშვილის საიუბილეო საღამო ჩატარდა

6 ნოემბერი, 2019

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობ თემურ ხუნაშვილის საიუბილეო საღამო - "ესეც შვიდი ათეული" ჩატარდა. ღონისძიება მსახიობის დაბადებიდან 70 და სასცენო მოღვაწეობიდან 50 წელს მიეძღვნა.

საიუბილეო საღამოს თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - არჩილ თხლაშიძე და კულტურის სფეროს წარმპმადგენლები დაესწრნენ.

მაყურებლის წინაშე მსახიობი სხვადასხვა წლებში შესრულებული მონო-სპექტაკლების ფრაგმენტებით, ეპიზოდური როლებით და პოეტური ნაწარმოებებით წარსდგა.

ღონისძიების დასასრულს თემურ ხუნაშვულს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

 

 

გააზიარე