თელავში ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას საჯარო ლექცია ჩატარდა

6 დეკემბერი, 2019

"აზროვნების აკადემიის" საგანამანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, თელავის ისტორილ მუზეუმში ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ შეკრებილ საზოგადოებასთან ადამიანის თვითშეფასებაზე, თვითშეფასების ჩამოყალიბების თავისებურებებსა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს ფსიქოლოგმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

   

გააზიარე