თელავში საახალწლო ბაზრობა „ტკბილი ფესტივალი“ ჩატარდა

17 დეკემბერი, 2019

თელავში საახალწლო ბაზრობა „ტკბილი ფესტივალი“ ჩატარდა.

 ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მეწარმეთა ნამუშევრების, ხელნაკეთი ნაძვის ხეების და ტკბილეულის გამოფენა.

 ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდნენ ადგილობრივი ჯგუფები -"მუსიკის ქალაქი" და "ღამურები" .

 გაიმართა საქველმოქმედო აქცია და ფლეშ-მობი.

 ,,ტკბილი ფესტივალი,, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და კომპანია "ელიტ ივენთის" ორგანიზებით ჩატარდა.

  

 

გააზიარე