თელავში საახალწლო გალა-კონცერტი ჩატარდა

1 იანვარი, 2020

თელავში, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართა. 

ღონისძიებაში ადგილობრივი მუსიკალური ბენდები - “ღამურები” და “მუსიკის ქალაქი”, ფოლკლორული ანსამბლი “პატარა კახი” და ჯგუფი “ფრენდ საიდი” მონაწილეობდნენ. საახალწლო კონცერტი კახური მრავალჟამიერისა და საზეიმო ფოიერვერკის ფონზე დასრულდა.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გააზიარე