ცხელი ხაზი : +995(350)273106

თელავში ძიუდოს მეშვიდე საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა

11 მარტი, 2019

თელავის მირიან ცალქალამანიძის სახელობის ჭიდაობის დარბაზმა ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის მეშვიდე საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი 2003-2005 წლებში დაბადებულ ძიუდოისტ ვაჟთა შორის  გაიმართა, სადაც ქვეყნის 60 კლუბი მონაწილეობდა. გამოვლინდა 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც "ოქროს ლიგაში" იასპარეზებენ.

აღნიშნული ჩემპიონატი ქვეყნის ერთ-ერთი მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა, სადაც ყოველწლიურად მონაწილეობას 500-ზე მეტი ახალგაზრდა ძიუდოისტი იღებს. ჩემპიონატს თელავმა მესამედ უმასპინძლა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც რეგიონში ძიუდოს პოპულარიზაციაზე, ასევე შიდა ტურიზმის განვითარებაზე.

 

გააზიარე