ცხელი ხაზი : 574 17 96 23

თეთრწყლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

6 ივლისი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გზის ორ მონაკვეთზე, ჯამში 1054 მეტრის სიგრძეზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 499 394 ლარით ფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გზამშენი 2005"  ასრულებს.

გააზიარე