უნივერსიტეტთან მგზავრთა მოსაცდელი ადგილი მოეწყო

16 April, 2019

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე მგზავრთა მოსაცდელი ადგილი მოეწყო.

პროექტი, რომელიც სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო ინიცირებული, თელავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ ახალგაზრდებს, მადლობა გადაუხადეს ინიციატივისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოთქვეს.

   

„როგორც ყველასთვის ცნობილია ახალგაზრდები ვმუშაობდით პროექტზე “გაჩერება თესაუს”, რომელიც გულისხმობდა თელავის უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე მგზავრებისთვის მოსაცდელის მოწყობას. ხალგაზრდებმა გადავწყვიტეთ, რომ თვითმართველობასთან თანამშრომლობით მოგვეგვარებინა ეს პრობლემა და ამ მუშაობამ დღეს გამოიღო შედეგი.

 

საბოლოოდ ვთვლით, რომ ეს შედეგი ორივე მხრის დამსახურებაა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის თელავის მინიციპალიტეტს ეფექტური თანამშრომლობისათვის. იმედია, ეს პრეცენდენტი გაზრდის მოტივაციას ახალგაზრდებში და ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი ახალგაზრდული ინიციატივა განხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთა მოსაცდელი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა უსაფრთხოებას და კომფორტს. “, - აღნიშნა სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ნინი ბოჭორიძემ.

 

 

მგზვართა მოსაცდელი კონსტრუქცია თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა განათავსა.

 

 
 

 

გააზიარე