ცხელი ხაზი : +995(350)273106

უფასო სამედიცინო გამოკვლევები რუისპირსა და აკურაში

27 თებერვალი, 2017
25 და 26 თებერვალს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის რუისპირისა და აკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჯანმრთელობის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში “გარდაბნის ჯანმრთელობის კაბინეტი”-ს თანამშრომლებმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. კერძოდ, თერაპევტის კონსულტაცია, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის კვლევა, ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევა, აგრეთვე სისხლში შაქრის შემცველობის დადგენა. უფასო სამედიცინო მომსახურებით რუისპირში 66-მა, ხოლო აკურაში 65-მა მოქალაქემ ისარგებლა.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის - ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, უფასო სამედიცინო გამოკვლევები თვითმმართველ თემში პერიოდულად იმართება და ადგილობრივი მოსახლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გამგებელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოუწოდებს მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის საქველმოქმედო აქცია თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების” მხარდაჭერით ხორციელდება.
ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:


გააზიარე