ცხელი ხაზი : +995(350)273106

USAID-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

19 ნოემბერი, 2019

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის მერს - შოთა ნარეკლიშვილს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს - გიგა ორკოდაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და მართვის პროცესში მოსახლეობის როლის გაზრდა იყო.

მხარეებმა თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

  

გააზიარე