ვანთაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულდა

18 დეკემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

994 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდა, მოეწყო სანიაღვრე არხები და საგზაო ნიშნები.

პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარით დაფინანსდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს. ,,საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინმა,, განახორციელა

 

 

გააზიარე