ცხელი ხაზი : +995(350)273106

ვიქტორ დოლიძის საინფორმაციო ვიზიტი თელავში

30 მარტი, 2017
დღეს თელავს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ვიქტორ დოლიძე ეწვია. მან, კახეთის მხარეში სახემწიფო რწმუნებულ - გუბერნატორთან - ირაკლი ქადაგიშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს შეხვედრა გამართა. მინისტრმა ძირითადი ყურადღება ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის საკითხებზე გაამახვილა და იმ დადებით მხარეებზე ისაუბრა, რაც ვიზალიბერალიზაცია საქართვლოს მოქალაქეებს მოუტანს.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, განხილული იყო საკითხები თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო ევროპაში უვიზოდ მიმოსვლისთვის. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიცაა დაგეგმილი.
ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:




გააზიარე