ცხელი ხაზი : +995(350)273106

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ

18 ნოემბერი, 2019

"ღია შეხვედრების" ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ.

დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს წევრები, მერის მოადგილე დავით ბეგიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების - თეთრიწყლების, გულგულის, ვარდისუბნის, ყარაჯალისა და რუისპირის მოსახლეობას შეხვდნენ.

მათ სოფლებში მიმდინარე, დადგემილი და განხორციელებული პროექტების შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. მთავარ გამოწვევად წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების ამოცვლა დასახელდა.

მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები გათვალისწინებული იქნება 2020 წლის ბიუჯეტში.

ღია შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდა.

შეხვედრების მიზანია მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათზე დროული რეაგირება.

 

 

 

 

გააზიარე