ხელისუფლების წარმომადგენლები ლაფანყურის მოსახლეობას შეხვდნენ

17 სექტემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობას ჰესის მშენებელი კომპანია „ართანა-ლოპოტას“ პასუხისმგებელი პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. 
შეხვედრაზე ისაუბრეს ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების შესახებ და პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს.

გადაწყდა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება მას შემდეგ, რაც კომპანიასა და სამინისტროს შორის მოხდება სანებართვო პირობების შესაბამისი დოკუმენტაციის შეთანხმება.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში 5,9 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - არჩილ თხლაშიძე, სახელმწიფო რწმუნებული მოადგილე - პლატონ კლამახელიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, „მწვანეთა მოძრაობის“ ლიდერები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები.

ალბომი

 

 

გააზიარე