თელავის N6 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

24 December, 2020

თელავის N6 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ახალი ფლიგელი შენდება, რომლის პირველ სართულზე სველი წერტილები მოეწყობა, ხოლო მეორე სართულზე კი ორი ახალი სასწავლო ოთახი განთავსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც კომპანია ,,ლენო,, ასრულებს, ცენტრალური ბიუჯეტიდან 132 462 ლარით ფინანსდება.

 

Share page