თელავში მუსიკათერაპიის კაბინეტი გაიხსნა

27 May, 2021

თელავში, მუსიკათერაპიის კაბინეტი გაიხსნა.  პრეზენტაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერებსული პირები დაესწრნენ.  პროექტის პრეზენტაციაზე მუსიკათერაპევტმა მარინა რაიდტ-ალთუნაშვილმა იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც მუსიკათერაპიის კურსი იძლევა.

კერძოდ მისი თქმით, თერაპიის მიმღები პირები უკეთ ახერხებენ ქცევისა და ემოციის თვითრეგულაციას. თერაპია ხელს უწყობს თვითცნობიერების ამაღლებას, ადეკვატური თვითშეფასების გამომუშავებას, საკუთარი თავის გამოხატვასა და განვითარებას.

 მუსიკათერაპიის კაბინეტი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭეორითა და დაფინანსებით გაიხსნა.

Share page