აბანოს ქუჩის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა

16 June, 2021

თელავში, აბანოს ქუჩის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა.

 პროექტის ფარგლებში, დაზიანებული საფარის ნაცვლად მოეწყო ორფენიანი ასფალტის საფარი, გზის ნაწილზე კი დაიგო ქვაფენილი. ასევე, საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ რკინა-ბეტონის კედლებს ჩაუტარდა გამაგრების სამუშაოები.

 სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 352 ლარით დაფინანსდა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,გზამშენი 2005,, შეასრულა.

 

 

Share page