შოთა ნარეკლიშვილმა ბანაკის ,,მომავლის ინოვატორები,, მონაწილეები დააჯილდოვა

22 June, 2021

თელავის ტექნოპარკში, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ბანაკის „მომავლის ინოვატორები“ მონაწილეებს შეხვდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილეთა შთაბეჭდილებები მოისმინეს და ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს.

თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ინოვაციურ ბანაკში „მომავლის ინოვატორები“ ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს.

 

Share page