თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბრძანება გამოსცა
„საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ ბრძანება გამოსცა.
ბრძანებას თან დართული აქვს საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც აკრძალულია წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების მიერ მონაწილეობის მიღება წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) სამუშაო საათების განმავლობაში ან, როდესაც ისინი ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს.
ამავე ინსტრუქციის მიხედვით, საკრებულოში დასაქმებულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პირი ეკრძალება წინასაარჩევნო პერიოდში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.