წინანდლის ამბულატორიაში მოსახლეობის ვაქცინაცია ჩატარდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ამბულატორიაში მოსახლეობის COVID - 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა.
მასობრივი იმუნიზაციის კამპანიაში რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა.
იმუნიზაციის პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულითან ირაკლი შიოშვილთან ერთად გაეცნო.
სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაქცინაციის ჩასატარებლად გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, COVID- 19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.