ც ნ ო ბ ა - 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი

25 November, 2021

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაიწყო თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტის განხილვა. პროექტი განსახილველად საკრებულოს ყველა კომისიას და ფრაქციას გადაეცა. 

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს განიხილავენ  შემდეგი გრაფიკით:

 

  • ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა - 19 ნოემბერი 13საათი.
  • სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა - 19 ნოემბერი 14 საათი.
  •  სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა - 19 ნოემბერი 15: 30 საათი.
  • სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა - 22 ნოემბერი 12 საათი.
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა - 22 ნოემბერი 13 საათი. 
  • ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - 22 ნოემბერი 11 საათი. 

 

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ 2021 წლის 15 დეკემბრამდე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge)

Share page