თხევადი აირით დახმარება

ქვეპროგრამა ითვალისწინებს გაზიფიცირების გარეშე არსებულ დასახლებებში, კერძოდ, თეთრიწყლების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (თეთრიწყლები, კობაძე, სეროდანი, პანტიანი, ნადიკვარი) და სოფელ ლეჩურში მუდმივად მცხოვრები ოჯახების თხევადი აირით დახმარებას. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად ტალონების სახით. თითოეულ ოჯახს ყოველთვე გადაეცემა ტალონი, რომლის მეშვეობით მიმწოდებელი კომპანიისგან ერთჯერადად მიიღებს თხევად აირს 15 ლიტრის ოდენობით. ტალონების გადაცემას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უზრუნველყოფენ მერის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ა) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე;

ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

 

დადგენილება N3

Share page